ფრაქცია „საქართველოსთვის“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ 16-მა დეპუტატმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით მათ მიერ ინიცირებულ პროექტს მხარი დაუჭირა

18:00, 15.09.2026

ფრაქცია „საქართველოსთვის“ ცნობით, „ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ 16-მა დეპუტატმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით მათ მიერ ინიცირებულ პროექტს მხარი დაუჭირა.

ფრაქციამ იმ დეპუტატების სიაც გამოაქვეყნა, რომლებმაც მათივე თქმით, მხარი დაუჭირეს „საქართველოსთვის“ ინიციატივას, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით 2024 წლამდე მოქმედი ნორმების აღდგენას ითვალისწინებდა.

კენჭისყრაზე კანონების გაუქმებას ხმა მისცეს შემდეგმა დეპუტატებმა: ბერეკაშვილი თორნიკე; დასენი ისკო; დუგლაძე ზაალ; თურნავა ვახტანგ; კირცხალია ირაკლი; მანუკიან სამველ; მაჭარაშვილი გურამ; ობოლაშვილი ანტონ; სამხარაძე ნიკოლოზ; სეფაშვილი ეკა; ღუდუშაური ალუდა; ჩანქსელიანი გოდერძი; ჩიგოგიძე ვასილ; წულუკიანი თეა; ჭიჭინაძე გივი; ჭყონია გიორგი.

კენჭისყრის შედეგად საკანონმდებლო ინიციატივამ დეპუტატების უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

 

მსგავსი