ფრაქცია „საქართველოსთვის“ ფიზიკური პირების ქონების გადასახადთან დაკავშირებით ალტერნატიულ საკანონმდებლო ცვლილებებს წარადგენს
ფრაქცია „საქართველოსთვის“ ფიზიკური პირების ქონების გადასახადთან დაკავშირებით ალტერნატიულ საკანონმდებლო ცვლილებებს წარადგენს.
როგორც საქართველოს პირველ არხს ფრაქციის თავმჯდომარემ, შალვა კერესელიძემ განუცხადა, მნიშვნელოვანია, გაირკვეს, მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კანონპროექტში კონკრეტულად რა წერია.
მისი თქმით, 40000-ლარიანი ზღვრის არსებობა უკვე მიუღებელი იყო, რადგან როცა ეს ნორმა დაწესდა, სხვა იყო შემოსავლები.
„ეს ის თანხა არ იყო, რაზეც შეიძლება, ზღვარი გაგევლო და მოქალაქეები დაგებეგრა. ამიტომ ზღვარის გაზრდა საჭირო იყო. უნდა ვნახოთ, კანონში რა წერია. რომ იზრდება, მნიშვნელოვანია, მაგრამ ამას თუ სხვა პირობები მოჰყვება, ეს უნდა ვნახოთ. ანუ, ვის ეხება, როგორ მოხდება ადმინისტრირება და ა.შ.“ – განაცხადა კერესელიძემ.