ფრაქცია „ქართული ოცნების“ დღევანდელ სხდომას ეკა ბესელია არ დაესწრება
ფრაქცია „ქართული ოცნების“ დღევანდელ სხდომას ეკა ბესელია არ დაესწრება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ დღევანდელ სხდომას ფრაქციის წევრი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე და ეკა ბესელია არ დაესწრება.

როგორც ბესელია სოციალურ ქსელში წერს, საქართველოში არ იმყოფება და ქვეყანაში 6 იანვარს დაბრუნდება.

„ახლა არ ვარ საქართველოში, 6-ში ვბრუნდები და ყველას, ვისაც რამე აქვს ჩაფიქრებული, პირადად მზად ვარ, ღიად და საჯაროდ ვესაუბრო. ვიცი, რა ნაბიჯი გადავდგი და რა შეიძლება მოყვეს. არ მინდა, სახე დაკარგოს მან, ვისაც ვიცავდი და ვეფარებოდი“, – წერს ეკა ბესელია „ფეისბუქის“ გვერდზე.

ფრაქცია „ქართული ოცნება“ დღეს სხდომას გამართავს, რომელსაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.