ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს, საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, ეუთო/ოდირს დამკვირვებლების გამოგზავნისთვის მიმართოს
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს, საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, ეუთო/ოდირს დამკვირვებლების გამოგზავნისთვის მიმართოს

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს, საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, ეუთო/ოდირს დამკვირვებლების გამოგზავნისთვის მიმართოს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, ეუთო/ოდირის მიმართ მოწვევის გაგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვალდებულებაა.

მისი თქმით, სწორედ ამ მოწვევის საფუძველზე ხდება მთავარი საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ფორმირება და გამოგზავნა საქართველოში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით.

„ხელისუფლება დუმს და ეუთო/ოდირის მიმართ ამ დრომდე მოწვევა არ არის გაგზავნილი, მაშინ როდესაც როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ამ წლის ოქტომბერში საქართველოს ელოდება გეოპოლიტიკური მნიშვნელობის არჩევნები, სადაც წყდება ქვეყნის ევროპული მომავლის საკითხი“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

საკითხზე ისაუბრა ზურაბ ჭიაბერაშვილმაც. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნისთვის საჭირო პირობებში მითითებულია არჩევნების გამჭვირვალედ, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების აუცილებლობა და სწორედ ამ ყველაფრისთვის საჭიროა როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიები არჩევნებზე, რომელიც გეოპოლიტიკური მნიშვნელობისაა.