ფრაქცია „ლელოს“ დელეგაცია ვაშინგტონში შეხვედრებს გამართავს
ფრაქცია „ლელოს“ დელეგაცია ვაშინგტონში შეხვედრებს გამართავს

ფრაქციის „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე ვაშინგტონში მიემგზავრება.

„ლელოს“ დელეგაცია ვაშინგტონში  მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს, მათ შორის აშშ-ის კონგრესში, სენატსა და სახელმწიფო დეპარტამენტში. შეხვედრებისას განხილული იქნება მიშელის ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმების აღსრულების პროცესი, ქართული დემოკრატიის წინაშე არსებული გამოწვევები, რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება, საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების მნიშვნელობა,  ასევე „ლელოს“ საპარლამენტო პრიორიტეტები.

ვაშინგტონში ორი დღის წინ გაემგზავრნენ ასევე ფრაქცია „ლელოს“ წევრები სალომე სამადაშვილი და გრიგოლ გეგელია.

„ლელოს“ დელეგაცია შეხვედრებს გამართავს კონგრესმენ პრაისთან და კონგრესმენ სმითთან, ასევე ვაშინგტონის წამყვანი პოლიტიკური ინსტიტუტების ლიდერებთან: Jamestown Foundation-ის პრეზიდენტი გლენ ჰოვარდი, The US German Marshall Fund-ის დემოკრატიული ინიციატივების დირექტორი ჯონათან კატცი, CSIS-ის ვიცე-პრეზიდენტი ჰეზერ კონლი, National Endowment for Democracy-ის პრეზიდენტი კარლ გერშმანი და რუსეთის და ევრაზიის დირექტორი მირიამ ლანსკოი. შეხვედრები ასევე შედგება სენატორთა და კონგრესმენთა ოფისების უმაღლეს წარმომადგენლებთან“, – ნათქვამია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.