ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ გამოდის ინიციატივით, რომ მედიასაშუალებები მოგებისა და დამატებული ღირებულების გადასახადებისგან დროებით გათავისუფლდნენ
ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ გამოდის ინიციატივით, რომ მედიასაშუალებები მოგებისა და დამატებული ღირებულების გადასახადებისგან დროებით გათავისუფლდნენ

ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომ მედიასაშუალებები მოგებისა და დამატებული ღირებულების გადასახადებისგან დროებით გათავისუფლდნენ.

ფრაქციამ შესაბამისი ცვლილებები „საგადასახადო კოდექსში“ მოამზადა.

ცვლილებების მიხედვით, საქართველოს ეროვნული მაუწყებლები – სამი წლით, ხოლო ადგილობრივი მაუწყებლები ექვსი წლით მოგების გადასახადისა და დღგ-სგან უნდა გათავისუფლდნენ.

ასევე პროექტით, მოგების გადასახადისგან ექვსი წლით, ხოლო დღგ-სგან მუდმივად უნდა გათავისუფლდნენ ბეჭდვითი და ელექტორონული მედია. ფრაქცია ცვლილებების მომზადების მიზეზად ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას ასახელებს.