ფრაქცია „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა“ პარლამენტში რეზოლუცია დაარეგისტრირა
ფრაქცია „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა“ პარლამენტში რეზოლუცია დაარეგისტრირა

ფრაქცია „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა“ პარლამენტში რეზოლუცია დაარეგისტრირა, რომლითაც პროგრესის, განვითარებისთვის წარსული შეცდომებისა თუ მანკიერებების სიღრმისეულ ანალიზს მოითხოვენ.

ფრაქციის წევრის, ბექა ნაცვიშვილის განცხადებით, პროპორციული საარჩევნო სისტემა ერთი ნაბიჯია მანკიერი წესრიგის დასანგრევად, მაგრამ არა საკმარისი. კერძოდ, ნაცვლიშვილის თქმით, უნდა გაცნობიერდეს, რა ტიპის საზოგადოებრივ წესრიგში უწევს ადამიანს ცხოვრება, რა არის ამ წესრიგის სპეციფიკა, რა არ უნდა განმეორდეს და რა შეიცვალოს მომავალში.

„თითქმის სამი ათწლეული გავიდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, ჩვენ კი დამოუკიდებლობა და თავისუფლება მოვიპოვეთ. მიუხედავად ამ ხანგრძლივი დროისა, ვერ შევძელით თაობების ბრძოლის შედეგად მოპოვებული დამოუკიდებლობა ქვეყნის განვითარებისა და კეთილღეობის საფუძველი გამხდარიყო. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ განხორციელებულმა უპასუხისმგებლო, ქაოტურმა პრივატიზაციამ და ქვეყნის დეინდუსტრიალიზაციამ წარმოებითუნარიანობის დაცემა, უმუშევრობა, სიღარიბე და უთანასწორობა გამოიწვია. სამოქალაქო ომმა და ეთნიკურმა კონფლიქტებმა კიდევ უფრო დაამძიმა შექმნილი ვითარება. ამ გარემოებამ ჩანასახოვან მდგომარეობაში მყოფი დემოკრატიული და სახელმწიფო ინსტიტუტები კიდევ უფრო დააკნინა. შედეგად მოხდა პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლების კონცენტრაცია ერთეულების ხელში და ქვეყანა ერთ ოლიგარქიულ, პერიფერიულ სივრცედ იქცა. მთავრობები იცვლებოდნენ, მაგრამ არ იცვლებოდა სოციალური წესრიგი. ძალაუფლება სიმდიდრე ერთი ოლიგარქიული ჯგუფის ხელიდან მეორე ოლიგარქიული ჯგუფის ხელში გადადიოდა. პოლიტიკური ცხოვრება რევანშიზმით განმსჭვალულ ყოფილ მმართველ პარტიებსა და ძალაუფლებას ჩაბღაუჭებულ მოქმედ მმართველ პარტიებს შორის ბრძოლის ასპარეზად იქცა. ძალაუფლება არა საყოველთაო მნიშვნელობის გადაწყვეტილებების მიღების პასუხისმგებლობასთან იყო დაკავშირებული, არამედ პრივილეგიებსა და ქვეყნის სიმდიდრის კონტროლთან. ამიტომ რევანშისა და ძალაუფლების დაკარგვის შიშით ყველა ხელისუფლება ცდილობდა ხელიდან არ გაეშვა კონტროლის მექანიზმები“,- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილის განმარტებით, ხელისუფლების ცვლილების შემდგემ ყველა მთავრობა იქვემდებარებდა როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ სახელმწიფო ბიუროკრატიას და ის უკვე არა მოქალაქეების, არამედ ნებსით თუ უნებლიეთ, მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურებოდა, მათ შორის უსაფრთხოების სამსახურსა და პოლიციას, რომელიც დამოუკიდებლობის განსაკუთრებული ხარისხით უნდა გამოირჩეოდეს, მთავარ იარაღს კი სასამართლო ხელისუფლება წარმოადგენდა.

„ყველა მმართველი პარტია ცდილობდა სასამართლო და პროკურატურა მის მიმართ ლოიალური მოსამართლეებითა და პროკურებით დაეკომპლექტებინა, ან ეიძულებინა მოქმედი მოსამართლეები და პროკურორები, მმართველი პარტიის ინტერესები გეტარებინათ. პარალელურად, ეკონომიკაში საბაზრო პრინციპების დანერგვის გაცხადებულ მიზანს ამოფარებული ყველა მთავრობა მიზანმიმართულად აკნინებდა სახელმწიფოს როლსა და პასუხისმგებლობას. რამაც, ბუნებრივია, ყველა მმართველ პარტიას გაუადვილა ამოცანა საერთო, სახელმიწფო დოვლათისა და რესურსის მთლიანად საკუთარი ეკონომიკური თუ პოლიტიკური ინეტერსებისაკენ მიმართვისა. საჯარო სიკეთეების კომერციალიზაციამ, სახელმიწიფო რესურსის გაუმართლებელმა პრივატიზაციამ და ეკონომიკური ურთიერთობების სრულმა დერეგულაციამ ბუნებრივად და ლოგიკურად გააჩინა შესაძლებლობა მონოპოლიების ჩამოყალიბებისა“, – განაცხად ბექა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილის შეფასებით, ენერგეტიკა, ჯანდაცვა მთლიანად კერძო მონოპოლიების ხელში აღმოჩნდა.

„შესაბამისად, ეს მონოპოლიებიც ხელისუფლების მიერვე კონტროლდება. მაგრამ არა როგორც სახელმწიფო მონოპოლიები, რომლის განმკარგველი ჩინოვნიკიც მოსახლეობის კეთილდღეობაზეა პასუხისმგებელი, არამედ ხელისუფლებასთან დაახლოებული და შეზრდილი კერძო ბიზნესი, რომელიც ისევ ხელისუფლების მიერ სიმდიდრისა და რესურსების კონტროლს ემსახურება. სახელმწიფოს უპასუხისმგებლო, ანტისოციალურმა პოლიტიკამ ადამიანები ერთმანეთის წინააღმდეგ გადარჩენისთვის მებრძოლ არსებებად აქცია. სახელმწიფოს მიერ წახალისებულ სოციალ დარვინიზმში ერთის წარმატება სხვის დამარცხებასთან გაიგივდა. სოლიდარობა კი სისუსტედ და ირაციონალურ ქცევად შეირაცხა, რამაც საზოგადოების ატომიზაცია და დაქსაქსვა გამოიწვია. დაქსაქსულ საზოგადოებას კი არ შესწევს ძალა გაერთიანებისა, ავტორიტარიზმის, თუ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლისა. არც ერთ ხელისუფლებას საკუთარი ნებით არ უცდია არსებული წესრიგის შეცვლა, რადგან სწორედ ეს წესრიგია ოლიგარქიული ინტერესების დაკმაყოფილების მთავარი გარანტი. სწორედ ამ წესრიგის შედეგია პოლარიზაცია და ოპონენტების მიერ ერთმანეთის ქვეყნის მტრებად და მოღალატეებად გამოცხადება, პრორუსებათ და პროდასავლურებად, ჩამორჩენილებად და პროგრესულობად დაყოფა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკურ სივრცეს ჯანსაღი, შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური მსჯელობა დაიკავებდა, რაც არც ერთ ოლიგარქიულ ჯგუფს არ აწყობს, რადგან შინაარსზე მსჯელობა უბიძეგბდა ხალხს რეალური არჩევანის ძიებისკენ. ამ ბინძურ ბრძოლაში ხალხი და მათი ინტერესები სრულიად ჩაიკარგა. შინაარსობრივი პოლიტიკა, რომელიც ადამიანების უკეთეს ცხოვრებასა და ქვეყნის განვითარებაზე მსჯელობას გულისხმობს სრულიად გაქრა დღის წესრიგიდან. პოლიტიკური სისტემის დონეზე კი ცენტრალიზებული მმართველობა და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა, „მოგებულს მიაქვს ყველაფერი“ პრინციპიდან გამომდინარე, უზრუნველყოფდა ძალაუფლების კონცენტრაციას ერთი პარტიის ხელში. ამიტომ არჩევნებიც სხვადასხვა ოლიგარქიული ჯგუფის კვლავწარმოების მექანიზმად იქცა. პროპორციული საარჩევნო სისტემა ერთი ნაბიჯია ამ მანკიერი წესრგის დასანგრევად, მაგრამ არასაკმარისი“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ ძირითადი აქცენტი გაკეთდა წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხზე და ჩადენილი დანაშაულებების სამართლებრივ ლეგალისტურ შეფასებაზე.

„სამწუხაროდ, არ მომხდარა მმართველობის პოლიტიკური შეფასება და ანალიზი. ამიტომ შემდგომმა ხელისუფლებამ თავს უფლება მისცა არა თუ ძირეულად შეეცვალა მმართველობის ფორმა, არა შეეთვისებინა მისი წინამორბედის მანკიერი პრაქტიკა. ამიტომ პროგრესისა და განვითარებისთვის აუცილებელია წარსული შეცდომებისა თუ მანკიერებების სიღრმისეული ანალიზი, რათა გაცნობიერებული იქნას, თუ რა ტიპის საზოგადოებრივ წესრიგში გვიწევს ცხოვრება, რა არის ამ წესრიგის სპეციფიკა, რა არ უნდა განმეორდეს და რა უნდა შეიცვალოს მომავალში: სასამართლო, პროკურატურა უნდა გათავისუფლდეს მმართველი პარტიის წნეხისა და გავლენისგან, შეუჩერდეთ საქმიანობის უფლება სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც პირდაპირ არიან უსამართლო გადაწყვეტილებეთან დაკავშირებული. პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის თანამდებობის პირი, რომელთაც ყოფილი თუ მოქმედი ხელისუფლებების დროს აქვთ დანაშაული და პოლიტიკური მიზანშეწონილობის გამო, არ დგას მათი პასუხისმგებლობის საკითხი. ჩამოერთვათ მათ არჩევნებში პასიური მონაწილეობის უფლება. საწრაფოდ განიხილოს პროკურატურამ ხელისუფლების მხრიდან უფლებაშელახული და ქონებაწართმეული მოქალაქეების საკითხი, მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი და აღადგინოს მათი უფლებები. აღიკვეთოს პოლიციის და უსაფრთხოების სამსახურის ნებისმიერი ფორმით მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში მმართველი პარტიის სასარგებლოდ. შეჩერდეს ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების დონეზე მმართველი პარტიის მიმართ ლოიალობის ნიშნით თანამშრომლების შერჩევა, რათა ერთხელ და სამუდამოდ განხორცილდეს სახელმიფო ბიუროკრატიისა და მმართველი პარტიის ერთმანეთისგან გამიჯვნა. საჯარო სამსახურში დასაქმება დაეფუძნოს მერიტოკრატიულ პრინციპს. განხორციელდეს თვითმმართველობის რეალური რეფორმა, რათა ერთხელ და სამუდამოდ მიეცეს ხალხს ადგილობრივ დონეზე არა მმართველი პარტიის, არამედ საკუთარი ინტერესების მიხედვით რესურსების განკარგვა და გადაწყვეტილების მიღება. განხორციელდეს შრომის კანონმდებლობის რეალური რეფორმა. ყველა დასაქმებული დაცული იყოს, პოლიტიკური თუ სხვა ნიშნით, უსამართლოდ სამსახურის დაკარგვისგან, რათა მათ თამამდ მიიღონ გადაწყვეტილება პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობისა და მათთვის სასურველი პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის. დასრულდეს ადამიანების მანიპულირების მიზნით მათი სიღარიბეში ჩატოვებასა და დაქსასვაზე ორიენტირებული ანტისოციალური სახელმწიფო პოლიტიკა. განხორციელდეს არა ადამიანების ფიზიკურ შენარჩუნებაზე, არამედ მათ განვითარებაზე გამიზნული სოციალური პოლიტიკა, გატარდეს მკაცრი ანტიმონოპოლიური პოლიტიკა, დასრულდეს მმართველ პარტიასთან დაახლოებული ბიზნესისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებების მიღება, რაც აფერხებს ადგილობრივი წარმოების განვითარებას. ყველა სახელმწიფო საწარმოზე დამყარდეს საჯარო კონტროლი, რათა ისინი მოემსახურონ ხალხს და არა მმართველ პარტიას“, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილის შეფასებით, პოლიტიკური პარტიების მხრიდან უზრუნველყოფილ უნდა იყოს მკაფიო, პროგრამული, მომავალზე ორიენტირებული პაექრობა.

„დასრულდეს პოლიტიკური პარტიების მიერ ტერიტორიული კონფლიქტებით საზოგადოების მანიპულაცია და ქმეედითი ნაბიჯები გადაიდგას ქვეყნის გამთლიანების მიზნით, თუ გინდ აფზაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის გზით. დასრულდეს პოლიტიკოსების მხრიდან უსაგნო, უშინაარსო დაყოფა პროდასავლურებად და პრორუსულებად, რაც კიდევ უფრო ზრდის ანტიდასავლურ განწყობებს ქვეყანაში. მოხდეს საქართველოს ცივილიზაციური არჩევანის, დასავლეთთან, ევროპასთან დაახლოების პრაქტიკული და გააზრებული განხორციელება. დასრულდეს ამ პროცესის სიმბოლოებით მანიპულაცია. დასრულდეს ადამიანების დაყოფა პროგრესულებად და ჩამორჩენილებად დასრულდეს პოლარიზაცია“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.