ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის განხილვისა და კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობას არ მიიღებს
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის განხილვისა და კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობას არ მიიღებს

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის, ნინო ქადაგიძის კანდიდატურის განხილვისა და კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობას არ მიიღებს.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფრაქციის წევრმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა, ქვეყანაში შექმნილ ვითარებაში კანდიდატურის განხილვა იმის დასტურია, რომ ხელისუფლება მოსწრებაზეა, რომ ნინო ქადაგიძე თანამდებობას დაამტკიცოს.

დეპუტატის თქმით, ძალიან უადგილო და არადროული იყო, რომ პარლამენტი ნინო ქადაგიძის კანდიდატურას ახლა განიხილავს.

„ამ ვითარებაში მაქსიმალურად თავს ვარიდებთ ხელისუფლების ოპონირებას, მიგვაჩნია, რომ ეს არ არის სწორი გამომდინარე კორონავირისით შექმნილი პრობლემებიდან. მიგვაჩნია, რომ რაღაც დონეზე, თვითცენზურა უნდა განვახორციელოთ საკუთარი თავის მიმართ. ჩვენ მთლიანი პროცესის მიმართ სკეპტიკური პოზიცია ჯერ კიდევ მოსამართლეობის კანდიდატების განხილვის დროს დავაფიქსირეთ, არაფერი ამ თვალსაზრისით არ შეცვლილა. უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა შერჩეულია უსამართლოდ, არასწორად და მივიღეთ ინსტიტუცია, რომელიც პოლიტიკურად მართვადია და არ არის დამოუკიდებელი”, – განაცხადა ფოფხაძემ.

დატოვე კომენტარი