ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს, ხვალიდან კი, ბოიკოტის რეჟიმში გადასვლას გეგმავს
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს, ხვალიდან კი, ბოიკოტის რეჟიმში გადასვლას გეგმავს

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილებები საქართველოს თავისუფლებისა და დემოკრატიის გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება და სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს.

ჯაში ამბობს, რომ თუ დღეს პირველი მოსმენით კანონპროექტი დამტკიცდება, მაშინ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ განხილვების პერიოდში ბოიკოტის რეჟიმში გადავა.

„სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა აპირებს, კენჭი უყაროს პირველი მოსმენით აღნიშნულ კანონპროექტს. რამდენადაც აღნიშნული კანონპროექტი იქნება ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დემოკრატიის გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯი და სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს, ჩვენი ფრაქცია იღებს გადაწყვეტილებას, რომ არ მივიღოთ მონაწილეობა კენჭისყრაში და დავტოვოთ პლენარულ სხდომათა დარბაზი. თუ კი დღეს პირველი მოსმენით „ქართული ოცნების“ უმრავლესობა დაამტკიცებს აღნიშნულ კანონპროექტს, ჩვენ იძულებული ვიქნებით, გავემიჯნოთ განხილვებს ხვალ და შესაბამისად, გადავიდეთ ბოიკოტის რეჟიმში“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

დატოვე კომენტარი