ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები" ანტიკორუფციული კომისიის შექმნას ითხოვს
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები" ანტიკორუფციული კომისიის შექმნას ითხოვს

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები” პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებას და აღნიშნული ცვლილებების საფუძველზე ანტიკორუფციული კომისიის შექმნას ითხოვს.

ამ საკითხზე დღეს პრესკონფერენცია დეპუტატებმა გედევან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა და ლევან კობერიძემ გამართეს.

დეპუტატების თქმით, აღნიშნულ სფეროზე საპარლამენტო კონტროლი არ ხორციელდება და ამ თვალსაზრისით კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას. კანონმდებლები მიიჩნევენ, რომ ასეთი რგოლის არსებობა ყველაზე ეფექტიანია კორუფციასთან საბრძოლველად. მათი თქმით, კორუფცია პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი არ უნდა იყოს, კორუფცია ქვეყანასა და მოსახლეობას ძარცვავს.