ფრანსუა პეშო „თიბისი ბანკის“ საქმეზე - ეროვნული ბანკი, როგორც საქართველოს საფინანსო სისტემის ზედამხედველი, თავის საქმეს აკეთებს
ფრანსუა პეშო „თიბისი ბანკის“ საქმეზე - ეროვნული ბანკი, როგორც საქართველოს საფინანსო სისტემის ზედამხედველი, თავის საქმეს აკეთებს

მიგვაჩნია, რომ ეროვნული ბანკი, როგორც საქართველოს საფინანსო სისტემის ზედამხედველი, თავის საქმეს აკეთებს, საკუთარი პასუხისმგებლობების გათვალისწინებით, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა, ფრანსუა პეშომ განაცხადა.

მისი თქმით, ღონისძიების არგატარება, მაშინ როდესაც არსებობს ამ ღონისძიების გატარების იურიდიული საფუძველი, დააზიანებდა ეროვნული ბანკის, როგორც საფინანსო სექტორის, ეფექტიანი ზედამხედველის მიმართ სანდოობას.

„მაშინ, როცა ზუსტი დეტალები ჩვენთვის უცნობია, მიგვაჩნია, რომ ეროვნული ბანკი, როგორც საქართველოს საფინანსო სისტემის ზედამხედველი, თავის საქმეს აკეთებს, საკუთარი პასუხისმგებლობების გათვალისწინებით.

ღონისძიების არგატარება, მაშინ როდესაც არსებობს ამის იურიდიული საფუძველი, დააზიანებდა ეროვნული ბანკის, როგორც საფინანსო სექტორის ეფექტიანი ზედამხედველის, მიმართ სანდოობას და საფინანსო სექტორის ზედამხედველობის პრაქტიკას.

დაბოლოს, აღვნიშნავ, რომ „თიბისი ბანკი“ არის ფინანსურად ძლიერი და კაპიტალით კარგად უზრუნველყოფილი. რამდენადაც ვიცით, ამჟამად ბანკის ფინანსურ მაჩვენებლებთან და სტაბილურობასთან დაკავშირებით, არანაირი კითხვა არ არსებობს“, – აცხადებს ფრანსუა პეშო.