ფრანს ტიმერმანსი - ხისტი ბრექსიტი ტრაგედია იქნება, როგორც ევროკავშირის, ასევე დიდი ბრიტანეთისთვის
ფრანს ტიმერმანსი - ხისტი ბრექსიტი ტრაგედია იქნება, როგორც ევროკავშირის, ასევე დიდი ბრიტანეთისთვის

ხისტი ბრექსიტი იქნება ტრაგედია, როგორც ევროკავშირისთვის, ასევე დიდი ბრიტანეთისთვის, – სააგენტო „როიტერის ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ფრანს ტიმერმანსმა განაცხადა.

განცხადება ტიმერმანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გაერთიანებული სამეფოს ახალი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გახდა.

„ჩვენ მოვისმენთ, რას იტყვის ახალი პრემიერ-მინისტრი, როდესაც ბრიუსელში ჩამოვა, მაგრამ მიგვაჩნია, რომ არსებული შეთანხმება ყველა შესაძლო ვარიანტს შორის საუკეთესოა“, –  განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.

ბორის ჯონსონი ამბობს, რომ ქვეყანას ევროკავშირიდან 31 ოქტომბრამდე გამოიყვანს.

გაერთიანებული სამეფოს მომავალი პრემიერის ვინაობა დღეს „კონსერვატიული პარტიის“ სხდომაზე დაასახელეს. ბორის ჯონსონი ოფიციალურად თანამდებობას ხვალიდან დაიკავებს, მას შემდეგ რაც ბუკინგემის სასახლეში დედოფალთან აუდიენციას გამართავს.