ფრანს ტიმერმანსი - ევროკომისია ბრიტანეთის ევროკავშირიდან არათანმიმდევრული გასვლისთვის ემზადება
ფრანს ტიმერმანსი - ევროკომისია ბრიტანეთის ევროკავშირიდან არათანმიმდევრული გასვლისთვის ემზადება

ევროკომისია ბრიტანეთის ევროკავშირიდან არათანმიმდევრული გასვლისთვის ემზადება, – ამის შესახებ ევროკომისიის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა სტრასბურგში, ევროპარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ფრანს ტიმერმანსის თქმით, ევროკომისია ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სინანულს გამოთქვამს, რომელმაც ტერეზა მეის გეგმას მხარი არ დაუჭირა.

„მზად უნდა ვიყოთ ყველა სცენარისთვის, მათ შორის ევროკავშირიდან ბრიტანეთის ქაოსური გასვლისთვის, რომელსაც შედეგები ყველა ჩვენგანისთვის ექნება“, – აღნიშნა ტიმერმანსმა.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირიდან ბრიტანეთის თანმიმდევრული გასვლისთვის არსებული შეთანხმება ბრიუსელისთვის საუკეთესო ფორმაა.

ბრიტანეთის მთავრობისა და ევროკავშირის შეთანხმებას 432-მა დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა, 202 კი მომხრე იყო.