ფრანს ტიმერმანსი - აშშ-ის ადმინისტრაცია ფიქრობს, რომ მის ინტერესში არა ერთიანი, არამედ დაყოფილი ევროპაა
ფრანს ტიმერმანსი - აშშ-ის ადმინისტრაცია ფიქრობს, რომ მის ინტერესში არა ერთიანი, არამედ დაყოფილი ევროპაა

ევროპის ყველაზე დიდი გამოწვევა აშშ-დან მოდის – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ფრანს ტიმერმანსმა ბიზნეს-ფორუმზე განაცხადა.

ევროკავშირის მაღალჩინოსნის თქმით, მიდგომა, რომლის საშუალებითაც ევროკავშირი აშშ-სთან სავაჭრო დავასა და ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე იხელმძღვანელებს, გლობალურ სცენაზე ევროპის სამომავლო როლს განსაზღვრავს.

„ეს არის აშშ-ის პირველი ადმინისტრაცია, რომელიც ფიქრობს, რომ მის ინტერესშია არა ერთიანი, არამედ დაყოფილი ევროპა. ეს ევროპას რეალურ გამოწვევას უქმნის“, – აღნიშნა ტიმერმანსმა.

გამოცემა Euractiv-ი წერს, რომ ევროპის ურთიერთობები აშშ-სთან მას შემდეგ გართულდა, რაც თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი გახდა და პოლიტიკის მთავარ დასაყრდენად პროტექციონისტული მიდგომა, „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ გამოაცხადა.