„ფრანს პრესი“ - მსოფლიოში მილიარდამდე ადამიანი სახლში რჩება
„ფრანს პრესი“ - მსოფლიოში მილიარდამდე ადამიანი სახლში რჩება

„ფრანს პრესის“ ინფორმაციით, მსოფლიოში ერთ მილიარდამდე ადამიანი, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, სახლებში რჩება.

ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა მთელ მსოფლიოში 11 000-სს გადააჭარბა.

„ფრანს პრესი“ წერს, რომ ამჟამად მსოფლიოს 35 ქვეყანაში 900 მილიონ ადამიანს სახლიდან გასვლა აკრძალული აქვს. 22 ქვეყანაში მოქალაქეთა გადაადგილება მთავრობის გადაწყვეტილებით შეზღუდულია.

ყველაზე მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს იტალიაში, საფრანგეთში, ბელგიაში, ესპანეთსა და ავსტრიაში.

ამასთან, სააგენტო აღნიშნავს, რომ კარანტინის პირობებში იმყოფება აშშ-ის მოქალაქეების 30 პროცენტი. მათ შორის ნიუ იორკში, ლოს ანჯელესში და ჩიკაგოში.