„ფრანს ფუტბოლმა“ ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელების რეიტინგი შეადგინა

16:28, 05.01.2020

ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა „ფრანს ფუტბოლმა” შეადგინა ყველა დროის 50 საუკეთესო მწვრთნელის რეიტინგი. სიას სათავეში ჩაუდგა ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი დამრიგებელი რინუს მიჰელსი.

აღვნიშნავთ, რომ „ლივერპულის” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მხოლოდ 27-ე ადგილზე გავიდა.

„ფრანს ფუტბოლის” ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:

1. რინუს მიხელსი (ჰოლანდია)

2. ალექს ფერგიუსონი (შოტლანდია)

3. არიგო საკი (იტალია)

4. იოჰან კრუიფი (ჰოლანდია)

5. ხოსეპ გარდიოლა (ესპანეთი)

6. ვალერი ლობანოვსკი (სსრკ/უკრაინა)

7. ელინიო ერერა (საფრანგეთი)

8. კარლო ანჩელოტი (იტალია)

9. ერნსტ ჰაპელი (ავსტრია)

10. ბილ შენკლი (შოტლანდია)

მსგავსი