„ფრანს ფუტბოლმა“ დაასრულა ნომინანტების გამოცხადება ყველა დროის სიმბოლური ნაკრების შესადგენად
„ფრანს ფუტბოლმა“ დაასრულა ნომინანტების გამოცხადება ყველა დროის სიმბოლური ნაკრების შესადგენად

ავტორიტეტულმა ფრანგულმა ჟურნალმა „ფრანს ფუტბოლმა“ ყველა დროის სიმბოლური ნაკრებისთვის კანდიდატების დასახელება დაასრულა.

19 ოქტომბერს, სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია კანდიდატები დარჩენილ სამ პოზიციაზე:

ცენტრალური ფორვარდები – დენის ბერგკამპი (ნიდერლანდები), გერდ მიულერი (გერმანია), იოჰან კრუიფი (ნიდერლანდები), რომარიო (ბრაზილია), კენი დალგლიში (შოტლანდია), რონალდო (ბრაზილია), ეუსებიო (პორტუგალია), მარკო ვან ბასტენი (ნიდერლანდები), შანდორ კოჩიში (უნგრეთი), ჟორჟ ვეა (ლიბერია).

მარცხენა გარემარბები – ოლეგ ბლოხინი (სსრკ), რივალდო (ბრაზილია), კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია), რობერტო რიველინო (ბრაზილია), დრაგან ჯაიჩი (იუგოსლავია), რონალდინიო (ბრაზილია), რაიან გიგზი (უელსი), კარლ-ჰაინც რუმენიგე (გერმანია), ტიერი ანრი (საფრანგეთი), ხრისტო სტოიჩკოვი (ბულგარეთი).

მარჯვენა გარემარბები – დევიდ ბექჰემი (ინგლისი), ჟაირზინიო (ბრაზილია), ჯორჯ ბესტი (ჩრ. ირლანდია), კევინ კიგანი (ინგლისი), სამუელ ეტო’ო (კამერუნი), სტენლი მეტიუზი (ინგლისი), ლუიშ ფიგუ (პორტუგალია), ლიონელ მესი (არგენტინა), გარინჩა (ბრაზილია), არიენ რობენი (ნიდერლანდები).

შეგახსენებთ, რომ მანამდე დასახელდა 10-10 კანდიდატი მეკარის, მარცხენა მცველის, ცენტრალური მცველისა და მარჯვენა მცველის პოზიციებზე, აგრეთვე, 20-20 კანდიდატი საყრდენი და შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე:

მეკარეები – გორდონ ბენქსი (ინგლისი), ტომან ნ’კონო (კამერუნი), ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია), პეტერ შმაიხელი (დანია), იკერ კასილიასი (ესპანეთი), ედვინ ვან დერ სარი (ნიდერლანდები), ზეპ მაიერი (გერმანია), ლევ იაშინი (სსრკ), მანუელ ნოიერი (გერმანია), დინო ძოფი (იტალია).

მარცხენა მცველები – ანდრეას ბრემე (გერმანია), რუუდ კროლი (ნიდერლანდები), პაულ ბრაიტნერი (გერმანია), პაოლო მალდინი (იტალია), ანტონიო კაბრინი (იტალია), მარსელო (ბრაზილია), ჯაჩინტო ფაკეტი (იტალია), ნილტონ სანტოსი (ბრაზილია), ჟუნიორი (ბრაზილია), რობერტო კარლოსი (ბრაზილია).

ცენტრალური მცველები – ფრანკო ბარეზი (იტალია), ბობი მური (ინგლისი), ფრანც ბეკენბაუერი (გერმანია), დანიელ პასარელა (არგენტინა), ფაბიო კანავარო (იტალია), მატიას ზამერი (გერმანია), მარსელ დესაი (საფრანგეთი), გაეტანო შირეა (იტალია), რონალდ კუმანი (ნიდერლანდები), სერხიო რამოსი (ესპანეთი).

მარჯვენა მცველები – ჯუზეპე ბერგომი (იტალია), მანფრედ კალტცი (გერმანია), კაფუ (ბრაზილია), ფილიპ ლამი (გერმანია), კარლოს ალბერტო (ბრაზილია), ვიმ სუურბიერი (ნიდერლანდები), ჯალმა სანტოსი (ბრაზილია), ლილიან ტიურამი (საფრანგეთი), კლაუდიო ჯენტილე (იტალია), ბერტი ფოგთსი (გერმანია).

საყრდენი ნახევარმცველები – იოჟეფ ბოჟიკი (უნგრეთი), ჟერსონი (ბრაზილია), სერხიო ბუსკეტსი (ესპანეთი), პეპ გვარდიოლა (ესპანეთი), დიდი (ბრაზილია), იოზეფ მასოპუსტი (ჩეხოსლოვაკია), პაულო ფალკაო (ბრაზილია), ლოთარ მათეუსი (გერმანია), სტივენ ჯერარდი (ინგლისი), იოჰან ნეესკენსი (ნიდერლანდები), ანდრეა პირლო (იტალია), ლუის სუარეს მირამონტესი (ესპანეთი), ფერნანდო რედონდო (არგენტინა), მარკო ტარდელი (იტალია), ფრანკ რაიკაარდი (ნიდერლანდები), ჟან ტიგანა (საფრანგეთი), ბერნდ შუსტერი (გერმანია), ჩაბი ალონსო (ესპანეთი), კლარენს ზეედორფი (ნიდერლანდები), ჩავი (ესპანეთი).

შემტევი ნახევარმცველები – რობერტო ბაჯო (იტალია), გეორგე ჰაჯი (რუმინეთი), ბობი ჩარლტონი (ინგლისი), ანდრეს ინიესტა (ესპანეთი), ალფრედო დი სტეფანო (არგენტინა/ესპანეთი), რაიმონ კოპა (საფრანგეთი), ენცო ფრანჩესკოლი (ურუგვაი), ლადისლაო კუბალა (უნგრეთი), რუუდ გულიტი (ნიდერლანდები), დიეგო მარადონა (არგენტინა), სანდრო მაცოლა (იტალია), ხუან ალბერტო სკიაფინო (ურუგვაი), პელე (ბრაზილია), სოკრატესი (ბრაზილია), მიშელ პლატინი (საფრანგეთი), ფრანჩესკო ტოტი (იტალია), ფერენც პუშკაში (უნგრეთი), ზიკო (ბრაზილია), ჯანი რივერა (იტალია), ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი).

სიმბოლურ ნაკრებს შეადგენენ 3-4-3 სქემით: მეკარე, მარცხენა მცველი, ცენტრალური მცველი, მარჯვენა მცველი, ორი საყრდენი ნახევარმცველი, ორი შემტევი ნახევარმცველი, მარცხენა გარემარბი, მარჯვენა გარემარბი და ცენტრალური თავდამსხმელი.

საბოლოოდ, მსოფლიოს წამყვანი გამოცემების 170 ჟურნალისტზე მეტი აირჩევს საუკეთესოს თითოეულ პოზიციაზე. სიმბოლურ ნაკრებს დეკემბერში გამოაცხადებენ.