„ფრანს 24-ის“ ინფორმაციით, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის პოზიციას ჟან კასტექსი დაიკავებს
„ფრანს 24-ის“ ინფორმაციით, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის პოზიციას ჟან კასტექსი დაიკავებს

„ფრანს 24-ის“ ინფორმაციით, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის პოზიციას ჟან კასტექსი დაიკავებს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. ჟან კასტექსი პანდემიის შემდეგ ქვეყნის ხელახლა გახსნის პროცესის მთავარი კოორდინატორი იყო.

კასტექსი ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ედუარდ ფილიპს ჩაანაცვლებს, რომელმაც თანამდებობა დღეს დატოვა.

როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, ახალი მთავრობისთვის მთავარი პრიორიტეტი პანდემიის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება იქნება.

დატოვე კომენტარი