ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პავილიონის კონცეფციაზე კონკურსის ვადა გახანგრძლივდა
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პავილიონის კონცეფციაზე კონკურსის ვადა გახანგრძლივდა

2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პავილიონის კონცეფციაზე გამოცხადებული კონკურსის ვადა გახანგრძლივდა – ამის შესახებ სპეციალური კომისიის წევრებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. მათი თქმით, განაცხადის შეტანა მსურველებს კიდევ შეუძლიათ. მეორე ეტაპზე გადასულ კომპანიებს კი იდეებისა და კონცეფციების დასახვეწად დამატებითი დრო მიეცათ.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ კომისია, რომელიც 19 ადამიანისგან შედგება, საბოლოო გადაწყვეტილებას 16 თებერვალს გამოაცხადებს.

კონკურსის მეორე ეტაპზე 8 კომპანიაა გადასული. დაინტერესებულ კომპანიებს საკუთარი კონცეფციის წარდგენა კონკურსზე 15 თებერვლის 18:00 საათამდე შეუძლიათ.