ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მოსამზადებელ სამუშაოებს კულტურის მინისტრი უხელმძღვანელებს
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მოსამზადებელ სამუშაოებს კულტურის მინისტრი უხელმძღვანელებს

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მოსამზადებელ სამუშაოებს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე პირადად უხელმძღვანელებს. შესაბამისი გადაწყვეტილება მიხეილ გიორგაძემ მწერლებთან და გამომცემლებთან მორიგი შეხვედრის დროს მიიღო.

„ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, პირადად ვუხელმძღვანელო ამ პროექტს. არა მხოლოდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და ხელმძღვანელობას ვგულისხმობ, არამედ თითოეული მიმართულების ხელმძღვანელობას.

ამ გადაწყვეტილების შესახებ მოვახსენე მწერლებს, გამომცემლებს და კითხვის ნიშანი ამასთან დაკავშირებით, მე მგონი, არავის ჰქონია“, – განაცხადა კულტურის მინისტრმა.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტიდან მანანა ბერიკაშვილი გუშინ წავიდა.