ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული ფილმების რეტროსპექტივა გაიმართება
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული ფილმების რეტროსპექტივა გაიმართება

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული კინოცენტრი გერმანიის კინოს მუზეუმთან (DeutschesFilmmuseum) და კინოსა და ვიდეოხელოვნების ინსტიტუტ  „არსენალთან” ერთად,  ქართული ფილმების რეტროსპექტივას გამართავს​. ჩვენებები და დისკუსიები მოიცავს კლასიკურ პერიოდს – უხმო კინოდან საქართველოს მიერ 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვებამდე.

ნაჩვენები იქნება 20-ზე მეტი ფილმი, მათ შორის ავანგარდული უხმო კინოს ნიმუშები, როგორებიცაა კოტე მიქაბერიძის ფილმი „ჩემი ბებია” (1929 წ.) და მიხეილ კალატოზიშვილის ფილმი „ჯიმშვანთე“(1930 წ.). განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საბჭოთა კავშირის პერიოდში დამკვიდრებულ ე.წ. ფორმალიზმსა და ცენზურის გავლენას ქართულ კინოზე. საუბარი იქნება რეჟისორების – მიხეილ ჭიაურელის, მიხეილ კალატოზიშვილისა და ნიკოლოზ შენგელაიას შემოქმედებაზე. ასევე, 50-იანელთა თაობის რეჟისორებზე – თენგიზ აბულაძეზე, რეზო ჩხეიძეზე, ელდარ შენგელაიაზე, ოთარ იოსელიანზე, გიორგი შენგელაიაზე, ლანა ღოღობერიძეზე, რომლებმაც ახალი სიტყვა თქვეს ქართულ კინოში.

გარდა სრულმეტრაჟიანი ფილმებისა, ნაჩვენები იქნება დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამა. დაგეგმილია ლექციები, შეხვედრები და მასტერკლასები ფილმების ავტორებთან.

ქართული კინოს რეტროსპექტივის პროგრამა: 1.„ბუბა” – რეჟისორი ნუცა ღოღობერიძე 2.„ჯიმშვანთე” – რეჟისორი მიხეილ კალატოზიშვილი 3.„26 კომისარი” – რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია 4.„ამბავი სურამის ციხისა” – რეჟისორები სერგო ფარაჯანოვი და დოდო აბაშიძე 5.„ქორწილი” – რეჟისორი მიხეილ კობახიძე 6.„დიდი მწვანე ველი” – რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი 7.„ჩემი ბებია” – კოტე მიქაბერიძე 8.„მაგდანას ლურჯა” – რეჟისორები რეზო ჩხეიძე და თენგიზ აბულაძე 9.„ქოლგა” – რეჟისორი მიხეილ კობახიძე 10.„ხაბარდა” – რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი 11.„რანდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” – რეჟისორი ლანა ღოღობერიძე 12.„არსენა” – რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი 13.„ვედრება” – რეჟისორი თენგიზ აბულაძე 14.„მუსიკოსები” – რეჟისორი მიხეილ კობახიძე 15.„იყო შაშვი მგალობელი” – რეჟისორი ოთარ იოსელიანი 16.„აპრილი” – რეჟისორი ოთარ იოსელიანი 17.„შერეკილები” – რეჟისორი ელდარ შენგელაია 18.„XIX საუკუნის ქართული ქრონიკა” – რეჟისორი ალექსანდრე რეხვიაშვილი 19.„ნუცა” – რეჟისორი ალექსანდრე რეხვიაშვილი 20.„ფიროსმანი” – რეჟისორი გიორგი შენგელაია 21.„დღე” – რეჟისორი ლევან ღლონტი 22.„ზღვარზე” – რეჟისორი დიტო ცინცაძე 23.„არა მეგობობარო” – რეჟისორი გიო მგელაძე