ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გასაგზავნი ათასამდე წიგნი დახარისხებულია

18:26, 27.08.2018

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციაში 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარსადგენი ათასამდე წიგნი უკვე დახარისხებულია და მალე ფრანკფურტში გაიგზავნება.

წიგნები სამ ეროვნულ სტენდზე გადანაწილდება.

მთავარ სტენდზე თაროები ქართულ გამომცემლობებს ეთმობა, სახელოვნებო წიგნები ART+ პავილიონის ქართულ სტენდზე გამოიფინება, ხოლო საბავშვო ლიტერატურა – საბავშვო სტენდზე.

ქართული საბავშვო წიგნების ნაწილი ასევე სპეციალურ სივრცეში, „ფრანკფურტის ბავშვების ფოიეში“ განთავსდება.

მსგავსი