ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა თანამედროვე ქართველი არტისტების გამოფენას უმასპინძლებს

11:54, 11.01.2018

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ქართველი თანამედროვე არტისტების გამოფენას უმასპინძლებს. ექსპოზიცია სახელწოდებით Georgisches Abdruck /ქართული ანაბეჭდი 13 იანვარს, გერმანიის ქალაქ ლაიფციგში Spinnerei-ის ტერიტორიაზე გაიმართება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქაღალდზე შესრულებული ნამუშევრები და ფოტოგრაფია, რომელთაგან ნაწილი ვიზუალური წიგნის ილუსტრაციებია და ნაწილიც შესრულებულია მომავალი წიგნებისათვის.

საკუთარ ნამუშევრებს გერმანელ დამთვალიერებელს გურამ წიბახაშვილი, მაიკო კაპანაძე, რიტა ხაჩატურიანი, თინათინ კიღურაძე, დავით კუხალაშვილი, სოფია ლაპიაშვილი, გიორგი მაღრაძე და თამარ ნადირაძე წარუდგენენ.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო წელს საპატიო სტუმრის სტატუსით წარსდგება.

მსგავსი