ფრანკფურტის აეროპორტის მუშაობა დრონების გამო დროებით შეჩერებული იყო

15:31, 09.05.2019

ფრანკფურტის აეროპორტმა დრონების გამო  მუშაობა დროებით შეაჩერა. გერმანიის ფედერალური პოლიციის განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატების არასანქცირებული გამოყენების გამო, აეროპორტმა მუშაობა 07:25 საათიდან 08:15 საათამდე იძულებით შეაჩერა. ამჟამად ფრანკფურტის აეროპორტში ფრენები აღდგენილია.

გერმანული მედიის ცნობით, ინციდენტის გამო გაუქმდა 70-მდე მარშრუტი. ამ პერიოდის განმავლობაში ხომალდები გერმანიის სხვა აეროპორტებმა მიიღეს.

ანალოგიური ინციდენტი 2018 წლის დეკემბერში გეტვიკის აეროპორტში რამდენჯერმე მოხდა, რის გამოც საშობაო პერიოდში ასობით მარშრუტი გაუქმდა.

მსგავსი