ფრანკფურტის 2018 წლის წიგნის ბაზრობაზე საქართველო 188 გერმანულენოვან თარგმანს წარადგენს
ფრანკფურტის 2018 წლის წიგნის ბაზრობაზე საქართველო 188 გერმანულენოვან თარგმანს წარადგენს

ფრანკფურტის 2018 წლის წიგნის ბაზრობაზე, ქართული ლიტერატურა 188 გერმანულენოვანი თარგმანით წარდგება. ინფორმაციას ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქართული ლიტერატურის გერმანულენოვანი თარგმანებისა და გამოცემების კატალოგი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ, სპეციალურად 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის მომზადდა.

კატალოგში გაერთიანებულია 2010-2018 წლების გერმანულენოვანი გამოცემები, რომელთა უმრავლესობა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით გამოიცა.