ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო [ფოტო]
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო [ფოტო]

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი დელეგაციასთან ერთად, გმირთა მოედანს ეწვია და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.შესრულდა საქართველოსა და გერმანიის ჰიმნები.

დღესვე, გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ქართულ-გერმანულ ბიზნესფორუმში მიიღებს მონაწილეობას, შეხვდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს და ამით გერმანიის პრეზიდენტის რანგში, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტის პირველი დღე დასრულდება. შემდეგ სტუმარი კახეთში გაემგზავრება, სადაც სახელმწიფო ვახშამი პირველად გაიმართება. ხვალ ფრანკ ვალტერ-შტაინმაიერი კონფლისქტისპირა სოფლებს ესტუმრება, ასევე დაგეგმილია კულტურული ტური.

გერმანიის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად საქართველოს გუშინ ეწვია. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს.