ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი - ყოველთვის შეგიძლიათ, გქონდეთ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიტიკური მხარდაჭერის იმედი
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი - ყოველთვის შეგიძლიათ, გქონდეთ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიტიკური მხარდაჭერის იმედი

ყოველთვის შეგიძლიათ, გქონდეთ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიტიკური მხარდაჭერის იმედი, – ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

„მჭიდრო თანამშრომლობა ახსენეთ ქალბატონო პრეზიდენტო, საქართველოსა და გერმანიას შორის, მათ შორის ევროკავშირისა და ნატო-ს ფორმატი. თქვენ იცით, რომ გერმანია არის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციისა. ჩვენ გვაქვს საამაყოდ ინტენსიური თანამშრომლობა ამ ორი ორგანიზაციის ფარგლებში. ჩვენ ვაცნობიერებთ, თქვენც ხაზი გაუსვით ამას, რომ საქართველოს არ ჰყავს, მარტივად რომ ვთქვათ, ხელსაყრელი სამეზობლო, არ არის მარტივი გეოგრაფიული მდებარეობა. მე ხვალ თავად მივემგზავრები ადმინისტრაციული საზღვრისკენ, მივუახლოვდები ცხინვალის რეგიონს, ე.წ სადემარკაციო ხაზს. თქვენ ახსენეთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ყოველთვის შეგიძლიათ, გქონდეთ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიტიკური მხარდაჭერის იმედი“,- განაცხადა შტაინმაიერმა.

თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე საპრეზიდენტო რეზიდენციაში გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. გერმანელ კოლეგას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უმასპინძლა. ოფიციალური ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტები ერთმანეთს ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში შეხვდნენ.