ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი - საქართველო არის ეკონომიკური რეფორმების ლიდერი გერმანიისთვის
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი - საქართველო არის ეკონომიკური რეფორმების ლიდერი გერმანიისთვის

დიდი სიამოვნებით ვიტყვი, რომ საქართველო არის ეკონომიკური რეფორმების ლიდერი გერმანიისთვის, ალბათ სამაგალითო და სანიმუშო, – ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

გერმანიის პრეზიდენტის თქმით, საქართველო არის და რჩება ძალიან მიმზიდველ ადგილად, მიმზიდველ ქვეყნად გერმანელი და არამხოლოდ გერმანელი ინვესტორებისთვის.

„ეს არის მართლაც ძალიან გასახარი ფაქტი, გასახარი გარემოება, რომელითაც ორივე ხალხი, ორივე ქვეყანა ძალიან ვამაყობთ. ჯერ არ არის ბოლომდე ამოწურული ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობები. დღეს, შუადღეს, 12:30 საათზე შედგება ხანმოკლე ეკონომიკური ფორუმი, რომელიც ეძღვნება ქართულ-გერმანულ ეკონომიკურ ურთიერთობებს. ქალბატონმა პრეზიდენტმა ბრძანა, რომ საუბარია არამხოლოდ ინვესტიციებზე, არამედ მათ შორის ახალგაზრდა ქართველების გერმანიაში სწავლასა და დასაქმებაზე. აქ უპირველეს ყოვლისა საუბარია პროფესიულ განათლებაზე და ჩვენ ბუნებრივია, დუალური, პროფესიული განათლების გამოცდილება გაგვაჩნია და მზად ვართ, გაგიზიაროთ ნებისმიერ ფორმატში გერმანული გამოცდილება“,- განაცხადა შტაინმაიერმა.

თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე საპრეზიდენტო რეზიდენციაში გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. გერმანელ კოლეგას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უმასპინძლა. ოფიციალური ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტები ერთმანეთს ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში შეხვდნენ.

დატოვე კომენტარი