ფრანგულმა მარეგულირებლებმა „ეფლი“ 1.1 მილიარდი ევროთი დააჯარიმეს
ფრანგულმა მარეგულირებლებმა „ეფლი“ 1.1 მილიარდი ევროთი დააჯარიმეს

ფასების უკანონო დადგენის ბრალდებით, ფრანგულმა მარეგულირებლებმა ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი „ეფლი“ 1.1 მილიარდი ევროთი დააჯარიმეს.

საფრანგეთის კონკურენციის სამსახურში განაცხადეს, რომ „ეფლმა“ გადამყიდველებთან შეთანხმება დადო, რომ „აიპადებზე“ და სხვა პროდუქციაზე ფასები გათანაბრებულიყო. გარიგება გულისხმობდა, რომ გადამყიდველებმა ვერ შეძლეს პროდუქტებზე ფასდაკლება, რაც მომხმარებელს ზიანს აყენებს.

„დოიჩე ველე“ წერს, რომ ეს ფრანგული მარეგულირებლების მიერ დაწესებული ყველაზე დიდი ჯარიმაა. ასევე დაჯარიმდნენ „ეფლის“ პრემიუმ გადამყიდველები, „ტექ დატა“ და „ინგრამ მიკრო“, ჯარიმის ოდენობამ კი, 139 მილიონი ევრო შეადგინა.

სააგენტოში განაცხადეს, რომ „ეფლი“ ბოროტად იყენებდა კომპანიის მიმართ დისტრიბუტორების დამოკიდებულებას და ხელი შეუშალა „ეფლის“ სხვადასხვა სადისტრიბუციო არხებს შორის კონკურენციას.

ეფლში“ აცხადებენ, რომ კომპანია საფრანგეთის მარეგულირებლების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.