ფრანგული მხარე ქართველი მეხანძრე-მაშველების გადამზადებასაც უზრუნველყოფს
ფრანგული მხარე ქართველი მეხანძრე-მაშველების გადამზადებასაც უზრუნველყოფს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მღებრიშვილი საქართველოში საფრანგეთის სრულუფლებიან ელჩს პასკალ მენიეს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებსა და სამსახურის სტრატეგიაზე ისაუბრეს.

„ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მთავრობის მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია. შესაბამისად, ევროკავშირ-საქართველოსთან თამშრომლობის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებას ჩვენ დიდყურადღებას ვუთმობთ“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა საფრანგეთის ელჩთან შეხვედრაზე.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჩატარდება ერთობლივი სასწავლო წვრთნები, რაც ორი ქვეყნის გამოცდილების გაზიარებას შეუწყობს ხელს. ასევე, ფრანგული მხარე ქართველი მეხანძრე-მაშველების გადამზადებასაც უზრუნველყოფს.

საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ გიორგი მღებრიშვილი საფრანგეთში მიიწვია, რათა სსმს-ის ხელმძღვანელი ფრანგული კრიზის ცენტრების მუშაობის პრინციპებს გაეცნოს.

გიორგი მღებრიშვილმა საფრანგეთის ელჩთან საუბრისას აღნიშნა, რომ სამსახური ინტენსიურად მუშაობს 5-წლიანი უნიფიკაციის, მოდერნიზაციისა და სტანდარტიზაციის გეგმაზე.