ფრანგული მედიის ცნობით, ემანუელ მაკრონმა მასუდ ფეზეშქიანს განუცხადა, რომ ირანმა შურისძიებაზე უარი უნდა თქვას
Emmanuel Macron, le Président de la République reçoit Mme Roberta Metsola, présidente du Parlement européen, le mardi 31 octobre au Palais de lElysée, dans le cadre de sa visite en France. Palais de l'Élysée, 55 Rue du Faubourg Saint-Honoré, 75008 Paris Le 31/10/2023 Photo : Delphine Goldsztejn
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ირანელ კოლეგას, მასუდ ფეზეშქიანს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ემანუელ მაკრონმა ფეზეშქინიანს განუცხადა, რომ ირანმა უარი უნდა თქვას შურისძიებაზე და ყველაფერი გააკეთოს, რათა არ დაუშვას ახლო აღმოსავლეთში ახალი სამხედრო ესკალაცია.
„ახალი სამხედრო ესკალაცია მომგებიანი არავისთვის არის, მათ შორის, არც ირანისთვის“, – აღნიშნა მაკრონმა.
მედიის ცნობით, მაკრონმა საუბარში თქვა ისიც, რომ საფრანგეთი მზად არის, დაეხმაროს ირანს პოლიტიკურ საზღვრებში გამოსავლის მოძებნაში, რაც ხელს შეუწყობს მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას რეგიონში, იმ პირობით, რომ ირანი შეასრულებს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს.