ფრანგული მედია - სტრასბურგში, ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს დააკავეს რვა ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი ქართველია
ფრანგული მედია - სტრასბურგში, ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს დააკავეს რვა ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი ქართველია

სტრასბურგში, ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს დააკავეს რვა ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი ქართველია, – ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

როგორც ჟურნალისტები იუწყებიან, საქმე ეხება სირიასა და ერაყში ტერორიზმის დაფინანსების მიზნით მოქმედ დაჯგუფების წევრებს.

ექვსი დაკავებული მამაკაცი წარმოშობით ჩეჩენია. დაკავებულები პარიზში გადაიყვანეს, სადაც დაკითხავენ.