ფრანგული მედია - საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი მზადაა, მდიდრებს გაუზარდოს გადასახადები, როგორც ამას მემარცხენეები და პროფკავშირები მოითხოვდნენ
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნუ მზადაა, მდიდრებს გადასახადები გაუზარდოს, როგორც ამას მემარცხენეები და პროფკავშირები მოითხოვდნენ. ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.
საფრანგეთის მთავრობის ხელმძღვანელი 24 სექტემბერს რვა პროფკავშირის წარმომადგენლებს შეხვდება.
„საკითხავი ის კი არ არის, გადაიხდის თუ არა ბერნარ არნო, არამედ ის, როგორ გადაიხდის“, – განუცხადა BFMTV-ს პრემიერ-მინისტრთან დაახლოებულმა წყარომ.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მდიდრებისთვის გადასახადების დაწესების იდეამ მხარდაჭერა მოიპოვა, ბიზნესლიდერებმა უკვე გაავლეს წითელი ხაზები. ეს არ უნდა უშლიდეს ხელს ინვესტიციებს ან მუშახელის დაქირავებას და არ უნდა ახდენდეს გავლენას იმ კომპანიებზე, რომელთა ღირებულების უმეტესი ნაწილი საფონდო ბირჟაზეა.