ფრანგული გამოცემის ინფორმაციით, ავღანეთის „წინააღმდეგობის მოძრაობის“ ლიდერი ირწმუნება, რომ მისი მებრძოლები „თალიბანის“ მიმართ ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ
ფრანგული გამოცემის ინფორმაციით, ავღანეთის „წინააღმდეგობის მოძრაობის“ ლიდერი ირწმუნება, რომ მისი მებრძოლები „თალიბანის“ მიმართ ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ

ავღანეთის „წინააღმდეგობის მოძრაობის“ ლიდერი აჰმად მასუდი ირწმუნება, რომ მისი მებრძოლები „თალიბანის“ წინააღმდეგ ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფრანგული პრესა ავრცელებს.

„ჩვენ ბრძოლის დასრულებას არ ვაპირებთ. აქ, პანჯშირში, ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყება. დანებებაზე საუბარი არ შეიძლება იყოს“, – აღნიშნა მასუდმა ფრანგულ Paris Match-თან საუბარში.

მასუდმა დეზინფორმაცია უწოდა „თალიბანის“ განცხადებებს იმის შესახებ, თითქოსდა მათ ალყაში მოაქციეს პანჯშირის პროვინცია. აქვე მან თალიბებთან მოლაპარაკების შესაძლებლობა არ გამორიცხა.

„მოლაპარაკებები შესაძლებელია. ყველა ომის დროს მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუმცა დანებება სულ სხვა რამეა და ვიმეორებ – არც მე და არც ჩემი მეთაურები დანებებას არ ვაპირებთ“, – დაამატა მასუდმა.

ამავდროულად, მასუდმა შეერთებული შტატები მის მხარდაჭერაზე უარის თქმის გამო გააკრიტიკა.

„ვერ ვივიწყებ მათ ისტორიულ შეცდომას, ვისგანაც რვა დღის წინ იარაღი ვითხოვე, უარი მივიღე. ეს იარაღი, არტილერია, ვერტმფრენები, ამერიკული წარმოების ტანკები ახლა „თალიბანის“ ხელშია“, – აღნიშნა მასუდმა.