ფრანგულ-გერმანული დღის აღსანიშნავად, საქართველოში საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები გერმანულ სკოლას ეწვივნენ
ფრანგულ-გერმანული დღის აღსანიშნავად, საქართველოში საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები გერმანულ სკოლას ეწვივნენ

ფრანგულ-გერმანული დღის აღსანიშნავად, საქართველოში საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები, პასკალ მენიე და ჰუბერტ ქნირში თბილისის საერთაშორისო გერმანულ სკოლას ეწვივნენ. ელჩებმა სკოლის შენობა დაათვალიერეს და მოსწავლეებს დღევანდელი დღე მიულოცეს. მათი სტუმრობის მიზანი ახალგაზრდებისთვის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობისა და მათ მიერ საქართველოში, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყანაში ერთობლივი პროექტების უკეთ გაცნობა იყო.

„ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ. მოხარული ვარ, რომ დღეს ჩემს ფრანგ კოლეგასთან ერთად აქ ვიმყოფები. მოსწავლეებს ველაპარაკეთ გერმანულ-ფრანგულ მეგობრობაზე, ასევე ვისაუბრეთ, რამდენად დიდია მეგობრობის როლი მთელ მსოფლიოში და რა თქმა უნდა, საქართველოში“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

ფრანგულ-გერმანული დღე ყოველწლიურად 22 იანვარს აღინიშნება.