ფრანგულ ჟურნალში ფერადკანიანი დეპუტატის მონად ილუსტრაციის გამო პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

12:05, 01.09.2020
epa07903807 French Members of Parliament for La France Insoumise (France Unbowed), Daniele Obono (C) gives a press conference surrounded by LFI party members Alexis Corbiere (L) and Hogo Bernalicis (R) prior to a debate at the National Assembly on migration in Paris, France, 07 October 2019.  EPA-EFE/CHRISTOPHE PETIT TESSON

ფრანგულ ჟურნალში ფერადკანიანი დეპუტატის მონად ილუსტრაციის გამო პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. საუბარია გამოცემა „Valeurs actuelles“-ში გამოქვეყნებულ ილუსტრაციაზე, სადაც წარმოშობით განელი ფრანგი პოლიტიკოსი დანიელე ობონო მონად იყო გამოყვანილი. ობონო 2017 წლიდან არის საფრანგეთის პარლამენტის წევრი.

ულტრამემარჯვენე ჟურნალში გამოქვეყნებული ილუსტრაცია საფრანგეთის წამყვანმა პოლიტიკოსებმა დაგმეს. მათ შორის იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჟან კასტექსი.

„ვიზიარებ დეპუტატის აღშფოთებას და მხარდაჭერას ვუცხადებ მთავრობის სახელით. რასიზმთან ბრძოლა ყოველთვის ცდება ჩვენს შორის არსებულ უთანხმოებებს“, – განაცხადა საფრანგეთის მთავრობის მეთაურმა.

მომხდარის გამო ფრანგ დეპუტატს ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დაურეკა.

მსგავსი