ფრანგმა მეთევზეებმა ბრიტანულ გემებს რამდენიმე პორტში შესვლა დროებით აუკრძალეს
ფრანგმა მეთევზეებმა ბრიტანულ გემებს რამდენიმე პორტში შესვლა დროებით აუკრძალეს

ფრანგმა მეთევზეებმა ბრიტანულ გემებს რამდენიმე პორტში შესვლა დროებით აუკრძალეს. ფრანგი მეთევზეები ამ გზით დიდი ბრიტანეთის მიერ თევზჭერის ლიცენზიების გაცემის შეზღუდვას აპროტესტებენ.

ბრიტანულ გემებს დროებით არ ჰქონდათ საშუალება, შესულიყვნენ ფრანგულ პორტ კალეში, სენ-მალოსა და უისტრემში.

ასევე დროებით დაბლოკილი იყო წვდომა ლა-მანშის სრუტის ქვეშ გამავალ გვირაბთან.

კონფლიქტი დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის ჯერსისა და ჰერნსის კუნძულების აკვატორიაში თევზჭერის უფლების გამო გამწვავდა. ეს კუნძულები ბრიტანეთის სამეფოს კუთვნილებაა, თუმცა ფიზიკურად ისინი უფრო ახლოს მდებარეობს საფრანგეთთან. დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ ფრანგ მეთევზეებს ამ წყლებში თევზჭერისთვის სპეციალური ლიცენზიის მიღება სჭირდებათ. თუმცა, როგორც ისინი ამტკიცებენ, ლონდონი მათ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, რის გამოც პარიზი ლონდონს ბრექსიტის პირობების დარღვევაში ადანაშაულებს.

ფრანგი მეთევზეები ამტკიცებენ, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა უსამართლოდ იქცევა, რადგან ლონდონს კვლავ აქვს წვდომა საერთო ევროპულ ბაზართან, მათ კი ბრიტანეთის აკვატორიაში თევზჭერის უფლება ჩამოართვეს.

ევროკომისია მოუწოდებს ლონდონს და პარიზს, დროულად მოაგვარონ უთანხმოება.