ფრანგმა აფროსანმა დედამიწის გარშემო მსოფლიო რეკორდით იმოგზაურა
ფრანგმა აფროსანმა დედამიწის გარშემო მსოფლიო რეკორდით იმოგზაურა

ფრანგმა იახტსმენმა ფრანსუა გაბარმა მარტომ იმოგზაურა დედამიწის გარშემო 42 დღის, 16 საათის, 40 წუთისა და 35 წამის განმავლობაში, – წერს სააგენტო AFP. ეს დრო მსოფლიოს ახალი რეკორდი გახდა.
34 წლის ფრანგმა გუშინ, საფრანგეთის დროით 2 საათსა და 45 წუთზე, იახტა Macif-ით (ერთადგილიანი ტრიმარანი დახურული კაბინით) გადაკვეთა ვირტუალური ფინიშის ხაზი საფრანგეთის კუნძულ უესანსა და დიდი ბრიტანეთის უკიდურეს სამხრეთ წერტილს – ლიზარდის კონცხს შორის.
ასე რომ, გაბარმა თითქმის ერთი კვირით გააუმჯობესა თავისი თანამემამულის ტომ კოვილის რეკორდი, რომლის მოგზაურობა დედამიწის გარშემო 49 დღე, 3 საათი, 7 წუთი და 38 წამი გრძელდებოდა.