ფრანგი სენატორი ანიეს კანაიე - „უცხოურ ჩარევასთან ბრძოლის“ კანონპროექტი საშუალებას გვაძლევს, თავიდან ავიცილოთ უცხოური ჩარევა და შევავსოთ ხარვეზები ჩვენს ლიბერალურ სამართლებრივ ჩარჩოში
ფრანგი სენატორი ანიეს კანაიე - „უცხოურ ჩარევასთან ბრძოლის“ კანონპროექტი საშუალებას გვაძლევს, თავიდან ავიცილოთ უცხოური ჩარევა და შევავსოთ ხარვეზები ჩვენს ლიბერალურ სამართლებრივ ჩარჩოში

„უცხოურ ჩარევასთან ბრძოლის“ კანონპროექტი საშუალებას გვაძლევს, თავიდან ავიცილოთ უცხოური ჩარევა და შევავსოთ ხარვეზები ჩვენს ლიბერალურ სამართლებრივ ჩარჩოში, – ამის შესახებ ფრანგმა სენატორმა, ანიეს კანაიემ განაცხადა.

მისივე თქმით, კანონპროექტი აუცილებელია დემოკრატიის შენარჩუნებისთვის.

„ეს დროული კანონპროექტი შესაძლებლობას გვაძლევს, გავაფართოოთ სამართლებრივი საშუალებების დიაპაზონი, რათა თავიდან აიცილოთ უცხოური ჩარევა და შევავსოთ ხარვეზები ჩვენს ლიბერალურ სამართლებრივ ჩარჩოში. ჩვენ თუ შეგვიძლია, დავეყრდნოთ ჩვენი დაზვერვის სამსახურების ეფექტურობას, ამ უკანასკნელს უნდა შეეძლოს საფრთხის განვითარებაზე მორგება. ეს არის საჭირო ჩვენი დემოკრატიის შენარჩუნებისთვის. სამწუხაროდ, ეს კანონი დაგვიანებულია ევროპული არჩევნებისა და პარიზში ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშებისთვის, რომელიც მტრულად განწყობილი ქვეყნების მხრიდან ჩარევის რისკის ქვეშაა. „ერთად უფრო სწრაფად, უფრო ძლიერად“, – ეს ოლიმპიური დევიზია და განსაკუთრებით მიესადაგება იმ გამოწვევებს, რომლებიც უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლისთვისაა საჭირო. გთხოვთ, მიიღოთ ეს კანონპროექტი, რომელიც ჩვენი საპარლამენტო დელეგაციისა და დაზვერვის ერთობლივი მუშაობის შედეგია“, – აღნიშნა კანაიემ.

ცნობისთვის, საფრანგეთის სენატმა უკვე მიიღო „უცხოურ ჩარევასთან ბრძოლის“ კანონპროექტი, რომელიც უცხოური ინტერესების წარმომადგენელთა რეესტრის შექმნას მოიცავს.