ფრანგი ევროპარლამენტარი - ღირებულებები, რომლებსაც ურსულა ფონ დერ ლაიენი ქადაგებს, ხშირად იმ ხალხის ცენზურას ჰგავს, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობენ
ფრანგი ევროპარლამენტარი ფაბრის ლეჟერი ურსულა ფონ დერ ლაიენის წინააღმდეგ წარდგენილ უნდობლობის გამოცხადების ინიციატივას მხარს უჭერს.
„ქალბატონო პრეზიდენტო, ფონ დერ ლაიენ, ძვირფასო კოლეგებო, ევროპა უკეთესს იმსახურებს, ვიდრე სიჩუმეა, უკეთესს იმსახურებს, ვიდრე ფარული ოპერაციები და ბიუროკრატიული ავტორიტარიზმია“, – განაცხადა ლეჟერმა ევროპარლამენტში გამოსვლისას.
ფრანგმა ევროპარლამენტარმა ფონ დერ ლაიენის მმართველობა გაკრიტიკა, რომელიც, მისი აზრით, „ხალხისგან და კონტინენტის ღირებულებებისგან მოწყვეტილია“.
„ფაიზერგეითი ადმინისტრაციული შეცდომა არ არის. ეს ხელისუფლების ბოროტად გამოყენების საკითხია“, – აღნიშნა ლეჟერმა.
ფრანგმა ევროპარლამენტარმა ურსულა ფონ დერ ლაიენს მიმართა და უთხრა, რომ ღირებულებები, რომლებსაც ფონ დერ ლაიენი ქადაგებს, ხშირად ცენზურას ჰგავს.
„რასაც თქვენ ევროპულ ღირებულებებს უწოდებთ, ძალიან ხშირად ხალხის ცენზურას ჰგავს – იმ ხალხისა, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობენ. ჩვენი ევროპა თავისუფლებების ევროპაა. ევროპა, რომელიც პატივს სცემს ინდივიდუალურ იდენტობებს, სუვერენულობებს და დემოკრატიულ არჩევნებს. ევროპა, რომელიც იცავს, აშენებს და უსმენს“, – განაცხადა ლეჟერმა.
ფრანგმა ევროპარლამენტარმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს უნდობლობის გამოცხადების ინიციატივას.
„ეს მხოლოდ ოპოზიციური ჟესტი არ არის, ეს პასუხისმგებლობის აქტია“, – განაცხადა ლეჟერმა.