ფრანგი ჟურნალისტი - დღეს ყველანი ცოტათი ქართველები ვართ
ფრანგი ჟურნალისტი - დღეს ყველანი ცოტათი ქართველები ვართ

საქართველოში ახალი პრეზიდენტი აირჩიეს და ის ფრანგია, ნაპოლეონის იმპერიის შემდეგ იშვიათია, რომ ფრანგი სხვა ქვეყანას მართავს, – ამის შესახებ ფრანგმა ჟურნალისტმა, ვენსან ერვუემ, რადიოსადგურ Europe 1-ის ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

ფრანგი ჟურნალისტის თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტად ქალი, ნახევრად აღმოსავლურ და სრულად მაჩოს ტიპის ქვეყანაში აირჩიეს.

„სამმაგი მილოცვა – სალომე ზურაბიშვილს, დედას, ბებიას, ადმინისტრირების ეროვნული სკოლის ყოფილ სტუდენტს – ოფიციალური A კატეგორიის მფლობელს, 30 წლის განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, რომელმაც საქართველოში არჩევნები თითქმის 60 პროცენტით მოიგო. ეს მისი წინაპრების ქვეყანაა, რომლებიც ბოლშევიკების მიერ იდევნებოდნენ, რა შესანიშნავი რევანშია. დღეს დილით ჩვენ ყველანი ცოტათი ქართველები ვართ. რა არის ახალი პრეზიდენტის პროგრამა? პრეზიდენტი ზურაბიშვილი იუპიტერის მეუღლე იუნონას არ უნდა შევადაროთ. საქართველოს საპარლამენტო სისტემაში პრეზიდენტის თანამდებობა საპატიოა“, – განაცხადა ვენსან ერვუემ.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს თავისი ხასიათი აქვს და მხოლოდ ყვავილების გამოფენების გახსნას არ აპირებს.

„მისი ამბიციაა, საქართველო ევროპასთან დააკავშიროს. რუსეთთან მიმართებაში ზურაბიშვილი ამბობს, რომ ადამიანი მტერზე ჭკვიანი უნდა იყოს, რომ პატარა ქვეყანამ პროვოკაციებზე წინააღმდეგობის გაწევა შეძლოს. ეს რეალიზმი აჩვენებს, რომ დეპუტატი ზურაბიშვილი ყოველთვის პოლიტიკოსი არ იყო. სწორედ ამას აკრიტიკებენ მისი ოპონენტები. ისინი იმაზე მეტად პროამერიკელები არიან, ვიდრე დონალდ ტრამპის ამომრჩევლები“, – განაცხადა ფრანგმა ჟურნალისტმა, ვენსან ერვუემ.