ფრანგი დეპუტატი ბერნარ ფურნიე - რუსეთი ახორციელებს რამდენიმე ტერიტორიის დე ფაქტო მართვას არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოსა და მოლდოვაში
ფრანგი დეპუტატი ბერნარ ფურნიე - რუსეთი ახორციელებს რამდენიმე ტერიტორიის დე ფაქტო მართვას არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოსა და მოლდოვაში

რუსეთი ახორციელებს რამდენიმე ტერიტორიის დ ეფაქტო მართვას არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოსა და მოლდოვაში, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ფრანგმა დეპუტატმა, ბერნარ ფურნიემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ სესიაზე უნდა მოითხოვონ რუსეთის გასვლა აღნიშნული ტერიტორიებიდან.

„ამჟამად რუსეთი ახორციელებს რამდენიმე ტერიტორიის დე ფაქტო მართვას, რომელიც წევრი ქვეყნების სუვერენიტეტს ექვემდებარება, არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ასევე საქართველოსა და მოლდოვაში. ამ სესიაზე ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, რუსეთის ფედერაცია გავიდეს ამ ტერიტორიებიდან“, – აღნიშნა ბერნარ ფურნიემ.