France Football-მა ზიდანი წლის მწვრთნელად დაასახელა
France Football-მა ზიდანი წლის მწვრთნელად დაასახელა

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ზედიზედ მეორედ გახდა საფრანგეთის წლის საუკეთესო მწვრთნელი.

ჟურნალისტებს შორის შესაბამისი გამოკითხვა ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა France Football-მა ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, “რეალმა” ზიდანის ხელმძღვანელობით ხუთი ტიტული მოიგო – ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის სუპერთასი, ევროპის სუპერთასი (ზედიზედ მეორედ), მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (ზედიზედ მეორედ) და ჩემპიონთა ლიგა (ზედიზედ მეორედ).

დატოვე კომენტარი