France 3 - ბასტილიის მოედანზე უცნობმა პირმა გამვლელები მაკრატლით დაჭრა
France 3 - ბასტილიის მოედანზე უცნობმა პირმა გამვლელები მაკრატლით დაჭრა

პარიზში, ბასტილიის მოედანზე უცნობმა პირმა გამვლელები მაკრატლით დაჭრა. ინფორმაციას მედიასაშუალება France 3 ავრცელებს.

ჟურნალისტების ცნობით, ბოროტმოქმედი თავდაპირველად ფოსტალიონს დაესხა თავს და ყელის არეში დაჭრა. შემდეგ კი, გამვლელს მიაყენა რამდენიმე დაზიანება. პოლიცია ადგილზე დროულად მივიდა. ამ დროისთვის თავდამსხმელი კომისარიატშია გადაყვანილი.

ბასტილიის მოედანზე გუშინ ღამე კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა. ახალგაზრდა ავღანელმა ადამიანი დანით დაჭრა. თავდამსხმელი დაკავებულია.