„ფრაგმენტები მუზეუმის ფონდიდან“ - ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის ექსპოზიცია დახურული კოლექციიდან
„ფრაგმენტები მუზეუმის ფონდიდან“ - ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის ექსპოზიცია დახურული კოლექციიდან

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი წარმოგიდგენთ ქართველი თანამედროვე ხელოვანების ჯგუფურ გამოფენას “ფრაგმენტები მუზეუმის ფონდიდან”.

მუზეუმის საცავის კარი დამთვალიერებლისთვის საშობაოდ პირველად გაიღება. დროებითი გამოფენების დარბაზში წარმოდგენილი იქნება თანამედროვე პერიოდის 10 ცნობილი ქართველი არტისტის ნამუშევრები ფონდის კოლექციიდან.

გამოფენა 25 დეკემბერს გაიხსნება და 14 იანვრამდე გაგრძელდება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ჯიბსონ ხუნდაძე, ზაალ ბაჩანაშვილი, გია გუგუშვილი, ირაკლი სუთიძე, ირაკლი ფარჯიანი, ყარამან ქუთათელაძე, გოგი ჩაგელიშვილი, ოთარ ჩხარტიშვილი, ლევან ცუცქირიძე, თემო ჯაფარიძე.

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი 2018 წლის სექტემბერში გაიხსნა და ბოლო 70 წლის ქართული მხატვრობის ნიმუშებს აერთიანებს. მუზეუმში დამფუძნებლების – გია ჯოხთაბერიძისა და მანანა შევარდნაძის ოჯახის კერძო კოლექციაა დაცული. საექსპოზიციო სივრცე – 31 დარბაზი და საგანგებოდ აღჭურვილი საცავი 80-მდე ავტორის 3500 ნამუშევარს ეთმობა.