ფოთში ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგი დაიწყო
ფოთში ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგი დაიწყო

ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, ფოთში ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგი დაიწყო, რომელსაც ლაბორატორიული კვლევის ცენტრი ყოველწლიურად ახორციელებს.

ცენტრის დირექტორის, გია რუხაძის ინფორმაციით, სანაპიროზე ზღვის წყლის სინჯი ოთხი სხვადასხვა ადგილიდან იქნა აღებული.

„წყალს ქიმიური და მიკრობიოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდება და შედეგები ერთ კვირაში გახდება ცნობილი. ზღვის წყლის ხარისხი თვეში სამჯერ შემოწმდება. ეს პროცესი ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება“, – გია განაცხადა რუხაძემ.

დატოვე კომენტარი