ფოთში, ზღვამ 54 წლის ქალის ცხედარი გამორიყა
ფოთში, ზღვამ 54 წლის ქალის ცხედარი გამორიყა

ფოთში, ზღვამ 54 წლის ქალის ცხედარი გამორიყა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხედარი სანაპირო ზოლზე სამართალდამცველებმა იპოვეს.

ქალს, რომლის ცხედარიც პოლიციამ იპოვა, 2017 წლის 27 დეკემბრიდან ეძებდნენ. მეზობლების ინფორმაციით, ის მარტოხელა იყო.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.