ფოთში წითელას ვირუსის ცხრა შემთხვევა დაფიქსირდა
ფოთში წითელას ვირუსის ცხრა შემთხვევა დაფიქსირდა

ფოთში წითელას ვირუსის ცხრა შემთხვევა დაფიქსირდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერის, ნინო ლეფსაიას თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რაც შეეხება გრიპის ვირუსს, ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში ამ დიაგნოზით 11 პაციენტია მოთავსებული.

„წითელა ეს არის მართვადი ვირუსული ინფექცია. ამ ნიშნით ქალაქში გვყავს ცხრა პაციენტი, რომლებმაც სამედიცინო დაწესებულებებს მიმართეს და ამჟამად მკურნალობას სახლის პირობებში გადიან. სასურველია მშობლებმა გადაამოწმონ აცრის სტატუსები და საჭიროების შემთხვევაში, მიმართონ იმუნიზაციის კაბინეტებს, სადაც ნებისმიერ დროს, დღის მანძილზე ჩაუტარდებათ უფასო მომსახურება. რაც შეეხება გრიპის ვირუსს, ბოლო მონაცემებით, ამბულატორიულმა მომართვიანობამ საგრძნობლად იკლო. გრიპისმაგვარი დაავადებებით სტაციონარული მკურნალობა 11 პაციენტს უტარდება“, – განუცხადა ჟურნალისტებს ნინო ლეფსაიამ.

მისივე ინფორმაციით, ქალაქში მდგომარეობა სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება.