ფოთში ვირუსის სიმპტომებით ჰოსპიტალში მოთავსებულ 47 წლის პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა

10:36, 22.07.2020

ფოთის ჰოსპიტალში ვირუსის სიმპტომებით მოთავსებულ 47 წლის ქალს ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდა.

კლინიკის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის თქმით, პაციენტი, რომელსაც ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდა, ბოქსირებულ პალატაში იყო მოთავსებული.

„47 წლის ქალს ჩაუტარდა ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. მისი ბიოლოგიური მასალა გაგზავნილი იყო ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის. პაციენტი უკვე გავწერეთ კლინიკიდან. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ჰოსპიტლის დირექტორმა.

მსგავსი