ფოთში უსიამოვნო სუნის თემაზე, თევზის გადამამუშავებელი ქარხნების ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გაიმართა
ფოთში უსიამოვნო სუნის თემაზე, თევზის გადამამუშავებელი ქარხნების ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გაიმართა

ფოთში, საინიციატივო ჯგუფის წევრები და ხელისუფლების წარმომადგენლები თევზის გადამამუშავებელი ქარხნების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. მათი განცხადებით, ქალაქში გავრცელებული უსიამოვნო სუნი, რომელიც თევზის გადამამუშავებელი ქარხნებიდან გამოდის, გაუსაძლისია მოსახლეობისათვის.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენელის განცხადებით, კანონში შეტანილი ცვლილების მიხედვით საწარმოს, რომელსაც ეკოლოგიური ნორმები არ ექნება დაცული, მუშაობის უფლება ჩამოერთმევა. მისივე თქმით, ექსპერტთა ჯგუფის მიერ ჰაერის, ნიადაგისა და წყლის სინჯები უკვე აღებულია, პასუხები კი, 10 დღეში გახდება ცნობილი.

„გვესმის, რომ წელს პრაქტიკულად შეუძლებელია ამ პრობლემის მოგვარება, მაგრამ თუკი მომავალი სეზონისთვის ეს პრობლემა ისევ მოუგვარებული დარჩება, ვერანაირი ძალა ვერ შეაჩერებს იმ აგრესიას, რაც მოსახლეობაშია დაგროვილი“, – განაცხადა საინიციატივო ჯგუფის წევრმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატია სოციალური თანასწორობისათვის“ წარმომადგენელმა ია თოდუამ.